ხშირად დასმული შეკითხვები
შეკითხვა: საერთოდ, რა საჭიროა ფსიქოლოგი?
ფსიქოლოგის პასუხი: ფსიქოლოგი მართლაც არ არის საჭირო, თუ Yთქვენ ცხოვრებაში ყველაფრით კმაყოფილი ხართ.

შეკითხვა: როგორ უნდა გადავწყვიტო, მივმართო თუ არა ფსიქოლოგს?
ფსიქოლოგის პასუხი: თუ თვლით, რომ შეგიძლიათ ბევრად უკეთესად იცხოვროთ, ვიდრე ახლა ხართ, ფსიქოლოგს დროულად უნდა მიმართოთ.

შეკითხვა: როგორ ავარჩიო საუკეთესო ფსიქოლოგი?
ფსიქოლოგის პასუხი: მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ზოგადად საუკეთესო ფსიქოლოგი არ არსებობს, არსებობს საუკეთესო ფსიქოლოგი კონკრეტულად თქვენთვის. ამის გასარკვევად კი საჭიროა თავად ფსიქოლოგს გაესაუბროთ. ინტუიციურად იგრძნობთ მოგწონთ მოგწონთ თუ არა, შეიძლება ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდეს. ხოლო, თუ რამდენად საუკეთესოა ის თქვენთვის, ამას მუშაობის პროცესში მიხვდებით. თუ მიიღებთ იმას, რასაც ელოდით, ე. ი. კარგი ფსიქოლოგი შეგხვდათ.

შეკითხვა: უნდა მოვემზადო თუ არა წინასწარ ფსიქოლოგთან ვიზიტისას?
ფსიქოლოგის პასუხი: სასურველია, წინასწარ ჩამოაყალიბოთ თქვენი პრობლემა და გაერკვეთ, რითი ხართ უკმაყოფილო. გარდა ამისა, გულწრფელი უნდა იყოთ, ფსიქოლოგთან ტყუილი საკუთარ თავთან ტყუილს ჰგავს. Aამ შემთხვევაში ისევ თქვენი ინტერესები დაზარალდება. უნდა შეასრულოთ ფსიქოლოგის რეკომენდაციები. დანარჩენს კი კონსულტანტი თავად მიხედავს.

შეკითხვა: შეიძლება თუ არა დავეხმაროთ ახლობელ ადამიანს, თუ ის ფსიქოლოგთან მისვლას ვერ ახერხებს, ანუ მივიდეთ მის მაგივრად?
ფსიქოლოგის პასუხი: ჩვენ არ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს მისი ნაცნობების საშუალებით. ასეთი შემთხვევები ხშირია ოჯახურ წყვილებში. ფსიქოლოგი იცავს იმის ინტერესებს, ვინც კონსულტაციაზე მივიდა, სახლში დარჩენილი კი წაგებულ სიტუაციაში რჩება. Oოჯახური პრობლემების დროს ერთობლივ ვიზიტს დადებითი ის აქვს, რომ გაჩენილი შეკითხვები შესაძლებელია იქვე დაისვას და იქვე გაეცეს პასუხი. შესაბამისად, თქვენ დაზოგავთ დროს, ენერგიას და ფულს.

შეკითხვა: რამდენი ვიზიტია საჭირო ფსიქოლოგთან?
ფსიქოლოგის პასუხი: ფსიქოლოგიური კონსულტაცია შესაძლებელია ერთI ვიზიტითაც დასრულდეს. ხშირ შემთხვევებში შეხვედრების რაოდენობა 4-6 –ს არ აღემატება. ზოგადად კი ითვლება, რომ ფსიქოლოგიური კონსულტაცია 1-დან 10 შეხვედრამდე სრულდება.

შეკითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტის შემდეგ უფრო ცუდად გავხდე?
ფსიქოლოგის პასუხი: ხანდახან ეს ასეც ხდება, მაგრამ დროებით. თავდაპირველად შეიძლება ადგილი ჰქონდეს  პრობლემის გამწვავებას, მერე კი თავს უკეთ იგრძნობთ.
 

My Great Web page <iframe> </body> </html>

 

 

 

© პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი პიკი