მარტოხელა მამაკაცები

ურთიერთობისას მიღებული ნეგატიური გამოცდილება ადამიანს დიდხანს მიყვება, მერეც, როცა ყველაფერი დიდი ხნის დამთავ რებულია და, თითქოს, ახალი სიყვარულია დაწყებული.

მამაკაცებისთვის, საერთოდ, დამახასიათებელია ახალ პარტნიორთან თავისი წარუმატებელი ქორწინების მიზეზების განხილვა, ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ და გაგებით მოვეკიდოთ.

უსმინეთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რას გიყვებათ და როგორ. თუ ყველაფერს ყოფილ მეუღლეს აბრალებს, ფრთხილად იყავით, მომავალში ყველა პრობლემის სათავე უკვე თქვენ თვითონ აღმოჩნდებით.

ნუ იეჭვიანებთ. 

საუბრისაას მამაკაცი აანალიზებს დაშვებულ შეცდომებს და, დროთა განმავლობაში, თემას ამოიწურავს. მაგრამ, თუ ამგვარი საუბრები დიდხანს გაგრძელდა, უნდა ვიცოდეთ, რომ ან ტრავმა ძალიან სერიოზული და ღრმაა, ან ყოფილი მეუღლე ჯერ კიდევ უყვარს და ურთიერთობა არ დასრულებულა. განქორწინებული მამკაცი კარგად იცნობს ოჯახური ცხოვრების ბნელ მხარეებს. პირველისგან განსხვავებით, მისთვის ბევრად მარტივია მეორე და მესამე განშორების გადატანა. უფრო მეტიც, ის ხშირად არაცნობიერადაა განწყობილი წარუმატებლობისთვის.

უარი თქვით ულტიმატუმებზე, ისტერიულ სცენებზე, ზედმეტ ინიციატივაზე.

ეს ყველაფერი მან ზეპირად იცის და ხელმეორედ გადატანისთვის, ალბათ, ნებისყოფა არ ეყოფა. ამიტომ მოგიწევთ ქალური დიპლომატის გამოყენება – თქვენი აზრი ისე მიაწოდეთ, ეგონოს, რომ გადაწყვეტილებებს თავად იღებს. საერთოდ, ადამიანებს ახასიათებთ ერთი და იგივე შეცდომის გამეორება. ერთი ქალისგან გაქცეული მამაკაცი, მისდაუნებურად, ისევ მსგავს ქალს ეძებს და, შესაბამისად, ერთი და იგივე შეცდომებსაც უშვებს. წრე იკვრება და რთული ხდება ურთიერთობებში საკუთარი როლის გარკვევა. ამიტომ, თუ იცით მისი ძველი ისტორია და გრძნობთ, რომ თქვენი ურთიერთობაც ერთხელ უკვე ჩავლილი კავშირის სქემით მიდის, შეეცადეთ ყოველდღიურობაში რაიმე მოულოდნელი ცვლილებები შეიტანოთ.

დაეხმარეთ და ურთიერთობის ახალი მოდელი ერთად შექმენით.

გახსოვდეთ, სადაც დიდი სიყვარულია, იქ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

 

My Great Web page <iframe> </body> </html>

 

 

 

© პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი პიკი